ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად კენჭი უყარეს გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურებს. გიორგი კალანდარიშვილმა 83 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა 3-ის წინააღმდეგ. დღესვე კენჭი ეყარა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს გია ცაცაშვილს, ლელა ტალიურს, თამარ სართანიას და მაია ზარიძეს. მათგან პარლამენტის მხარდაჭერა გია ცაცაშვილმა და მაია ზარიძემ მოიპოვეს. … Continue reading ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია